დღის სიახლეები
23-25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.
საზოგადოება1713776237
პოლიტიკა
საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
1713802989
მსოფლიო
ბიზნესი
„ვფიქრობ, გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რადგან მათი ამოცანა არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხები, რომ ემსახურებოდნენ საზოგადოების ინტერესებს და ემსახურებოდნენ სწორად. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმურია“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
1713793475
„კანონი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, მეტი ქონება და საქართველო იყოს მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების მქონე ქვეყანა ინვესტორებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა და ზუსტად ეს არის კანონის მოტივაცია,“ - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ ინიცირებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის საკითხს შეეხება.
1713792409
სპორტი
„ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლია, ნაკრების ფეხბურთელებს უწევდათ თბილისში ჩამოფრენა, თამაშებზე, საკუთარი ხარჯით. ზოგჯერ ჰპირდებოდნენ, პოსტფაქტუმ, ამ ხარჯების ანაზღაურებას და იყო შემთხვევები, როდესაც პოსტფაქტუმაც არ უნაზღაურებდნენ ხარჯებს. ანუ, ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე, ასეთი რაღაცები ხდებოდა, ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა, ეს ყველაფერი აღიკვეთა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც, ბუნებრივია, მოაქვს თავისი შედეგები. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
1713781833
ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახლად აშენებულ სტადიონზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართველი გულშემატკივრებისთვის, ჩვენ დედაქალაქს ექნება უნიკალური სტადიონი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
1713781466
სხვა სიახლეები
ბათუმთან ახლოს, მახინჯაურში, ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
1713802038
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.
1713797340
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო უფროსმა ლადო ხელაძემ და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა იასონ ნაჭყებიამ აუდიტორიას ტექნოლოგიებისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სფეროში სააგენტოს მიერ განხორციელებული წარმატებული ინიციატივები გააცნეს
1713797047
არავის მითითებებზე ასკინკილით სიარულს არ ვაპირებ. მე ვარ ქართველი, ვარ ამაყი, რომ ვარ ქართველი და, პირველ რიგში, ვხელმძღვანელობ იმით, რაც არის ქართული საქმის ინტერესში, – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა და განმარტა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქართველი ხალხის დაკვეთას ასრულებს.
1713796965