GE EN FR

დღის სიახლეები

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როცა ცვლილება კონსტიტუციას ეხება, აუცილებელია, პარლამენტმა კიდევ ერთხელ გადაამოწმოს ამ საკითხებზე საზოგადოების დამოკიდებულება

„ჩვენი კონსტიტუციით, კანონით, როცა ცვლილება კონსტიტუციას ეხება ან როცა კანონს კონსტიტუციური კანონის სახე აქვს, აუცილებელია სახალხო განხილვა იმისთვის, რომ პარლამენტმა კიდევ ერთხელ გადაამოწმოს საზოგადოებასთან ამ საკითხთან დაკავშირებით რა დამოკიდებულებაა, თუ საზოგადოებისგან მხარდაჭერა არის, ამის შემდეგ გააგრძელოს პროცედურები პარლამენტში“, -  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

1714041995

მსოფლიო

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. 

1714036864

თიბისიმ მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად სარესტორნო ბიზნესისთვის  QR-ით გადახდა დანერგა

თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა.  QR-ით გადახდისას, მომხმარებელს პროცესშივე, მარტივად შეეძლება საკუთარი შეკვეთის შემოწმება და შეკვეთის თანხისა და თიფის სასურველი ოდენობის დატოვება უნაღდო ანგარიშსწორებით.

1714035436

სპორტი

კახა კალაძე: პრემიერის ინიციატივა სპორტული მოედნის მშენებლობაზე იქნება მეგაპროექტი ჩვენი ქვეყნისთვის

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა სპორტული მოედნის მშენებლობასთან დაკავშირებით, იქნება მეგაპროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი დედაქალაქისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

1713946500

ალექსანდრე იაშვილი: მინდა, ჩვენი ნაკრების სახელით, უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ფონდ „ქართუს“ მადლობა გადავუხადო

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის.

1713890065

სხვა სიახლეები

ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონული სამსახურების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისათვის ორდღიანი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები გაიმართა.

1714040510

კახა კალაძე: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს

„საქართველო აფხაზეთია და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ პროექტში აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ ხსენებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

1714039749

სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენეზიის პირისპირ

26 აპრილს, თბილისი კამპანიის „სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენზიის პირისპირ“ ფარგლებში მასშტაბურ კონფერენციას უმასპინძლებს, რომელიც 18:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ (მის: თელავის #20) გაიმართება. ამჯერად, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ინიციატივით და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ მხარდაჭერით,  სამედიცინო ასოციაციები  და დარგის წამყვანი სპეციალიტები  ჰიპერტენზიასთან ბრძოლის 3-წლიან მარათონში ერთიანდებიან.

1714039644

თეა წულუკიანი ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი გამოჩენილი ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის, ელენე ახვლედიანის, სახლ-მუზეუმს ესტუმრა და სამინისტროს ინიციატივით მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროს გიორგი ბოცვაძესთან ერთად გაეცნო.

1714039347