GE EN FR

დღის სიახლეები

პოლიტიკა

PABSEC -ის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს მასპინძლობს

საქართველოს პარლამენტი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს მასპინძლობს.

1713604328

მსოფლიო

ბიზნესი

„პიკი“ დასაწყისია!  - ახალი ენერგეტიკული სასმელი „ეფეს საქართველოსგან“

„ეფეს საქართველო“ ლუდისა და ლიმონათის შემდეგ, ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შედის და მომხმარებელს ახალ პროდუქტს „პიკს“ სთავაზობს.  ენერგეტიკული სასმელების კატეგორია მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება,  მათ შორის, მზარდია საქართველოს ბაზარიც. შესაბამისად, როგორც ბაზრის ლიდერმა კომპანიამ, „ეფეს საქართველომ“ გადაწყვიტა ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შესვლა და მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის ენერგეტიკული სასმელის შეთავაზება.

1713533201

ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციამ განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

გაერთიანებული არაბთა საამიეროების დედაქალაქ აბუ-დაბიში განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) მიერ ორგანიზებული რიგით მეთოთხმეტე ასამბლეა გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობა. ასამბლეაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები, ენერგეტიკული სექტორის გარდაქმნა, კვალიფიციური მუშახელის მომზადება-გადამზადება, მწვანე წყალბადის წარმოების ხელშეწყობა, ტრანსპორტის სექტორში განახლებადი ენერგიების გამოყენება, მდგრადი ბიოენერგიისა და ბიოსაწვავის განვითარებას და ა.შ. საქართველოს დელეგაციის ხელმძვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარგალიტა არაბიძემ მოხსენება გააკეთა საქართველოში სუფთა ენერგიის განვითარების კუთხით განხორციელებული ქმედებების შესახებ.

1713532979

სპორტი

ფორმულა 1-ის ჩინეთის გრან-პრის სპრინტის რბოლა მაქს ვერსტაპენმა მოიგო (ვიდეო)

ფორმულა 1-ს ჩინეთის გრან-პრი ნიდერლანდელი მრბოლელის, მაქს ვერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა.

1713597121

სხვა სიახლეები

ვახტანგ გომელაური: პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, გაზრდილია მომართვიანობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა  მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა  საკანონმდებლო ორგანოში,  ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1713599721

შვედეთის მთავრობის ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე პროგრამის "გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" მხარდაჭერით რუსთავში ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მხარდაჭერით, ქ. რუსთავში მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება.

1713597774

მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

1713597338

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კვლევა რაჭის ეროვნული პარკის გაფართოების და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

1713594406