GE EN FR

დღის სიახლეები

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: ხომ გესმით, რომ ჯერ კიდევ ატყუებთ ხალხს და ჯერ კიდევ ხართ იმ წინა ხელისუფლების ტრამვაში, რა პოლიტიკურ ავარიაშიც მოხვდით 2012 წელს

„ჯერ კიდევ ვერ შეძელით, რომ აღიაროთ თქვენი შეცდომები და გაარკვიოთ სად ხართ. წარსულში ხართ ისევ, თუ აწმყოში ხართ და მართლა გინდათ პოლიტიკური სისტემის ნაწილი იყოთ, რომელიც ამ ქვეყნის მომავალზე მუშაობს“-ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ. 

1713527525

მსოფლიო

ბიზნესი

ირაკლი ნადარეიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს, საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება

„ბოლო პროგნოზით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა, საქართველოს, საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. ფონდის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,7 პროცენტს, ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპი 5,2 პროცენტს შეადგენს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვითარების ბოლო შეფასების კომენტირებისას. 

1713520313

იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.5%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 699.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტით ნაკლებია.

1713519924

სპორტი

სხვა სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 ბრალდებულს უვადო, 2 ბრალდებულს კი 19 და 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

1713526642

გიორგი ვაშაძე შს მინისტრს: თქვენ ხართ ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი საქართველოში და უნდა აგოთ ამაზე პასუხი

თქვენ ერთი რამე გჭირთ, ვერ გამოხვედით ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან. თქვენ არ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი. თქვენ იცავთ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ ხართ ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი დღეს საქართველოში და უნდა აგოთ ამაზე პასუხი, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს.

1713525166

თაკო ჩარკვიანი: ეს „ხარება“ რა ვერ მოვიცილეთ, კაცო, ვინ გდია ეს გახრწნილი? -გამაგებინეთ, რა მოქალაქეობრივი ჯავშანი აქვს ასეთი, ამიხსენით ვინმემ,  რა უბედურებაა?

ეს „ხარება“ რა ვერ მოვიცილეთ, კაცო, ვინ გდია ეს გახრწნილი? ვაპროტესტებდი, იმ „ხარებაზე“ იმ წლებში ვლაპარაკობდი. კიდევ ეს „ხარება“ არის? - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით შსს მინისტრს უსმენენ.

1713524652

ლევან ხაბეიშვილი: ალეკო ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული და აყურებინეს საზოგადოებას იმისთვის, რომ უთხრან - თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, უარესად მოგექცევით თქვენ

„ალეკო ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული და აყურებინეს საზოგადოებას იმისთვის, რომ უთხრან - თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, უარესად მოგექცევით თქვენ. ქართველ ხალხს ვერ შეაშინებს ივანიშვილი და მისი ბანდა, ბუმერანგივით დაუტრიალდებათ ეს ყველაფერი.“- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

1713524175