დღის სიახლეები
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა.
მსოფლიო1714047160
პოლიტიკა
„აგიტაციას და პროპაგანდას აგიტაციითა და პროპაგანდით უნდა დავუპირისპირდეთ, მაგრამ დღეს მსოფლიოში ისეთი რამ ხდება, რასაც მხოლოდ პროპაგანდას ვერ დავარქმევთ, ეს არის პირდაპირი ზეწოლა ეროვნულ სახელმწიფოებზე - რომ თავისი კანონმდებლობა მოარგონ იმ ტრენდს, რომლის დამკვიდრებასაც დღეს მსოფლიოში ცდილობენ“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ბათუმში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.
1714044750
მსოფლიო
ბიზნესი
„კაპიტალის ბაზრის რეფორმა ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული რეფორმაა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ეროვნულ ბანკთან და სხვა პარტნიორ უწყებებთან ერთად. სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, რომ ქვეყანაში არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
1714042420
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება.
1714042265
სპორტი
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი
1714047247
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა სპორტული მოედნის მშენებლობასთან დაკავშირებით, იქნება მეგაპროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი დედაქალაქისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
1713946500
სხვა სიახლეები
ხარაგაულის მერი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პოზიტიური მშობლობის შესახებ პროგრამის გახსნით ღონისძიებას დაესწრო.
1714044484
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
1714044076
29 აპრილის აქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ყველასთვის – შიგნითაც და გარეთაც, დააფიქსიროს, სად დგას ქართული საზოგადოება, არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტი მისთვის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
1714041336
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს პირველივე დღიდან თავზარი დაეცათ, რადგან კარგად ხვდებიან, სად დგას ჩვენი საზოგადოება და ვის რა მასშტაბის და როგორი მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
1714040785