GE EN FR

დღის სიახლეები

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, ახალგაზრდებს მივმართო, თუ რომელიმე მმართველმა პარტიამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი, ეს არის „ქართული ოცნება“

დღეს ქვეყანაში დემოკრატიაა და ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი და პროტესტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.

1713611454

მსოფლიო

ბიზნესი

„პიკი“ დასაწყისია!  - ახალი ენერგეტიკული სასმელი „ეფეს საქართველოსგან“

„ეფეს საქართველო“ ლუდისა და ლიმონათის შემდეგ, ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შედის და მომხმარებელს ახალ პროდუქტს „პიკს“ სთავაზობს.  ენერგეტიკული სასმელების კატეგორია მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება,  მათ შორის, მზარდია საქართველოს ბაზარიც. შესაბამისად, როგორც ბაზრის ლიდერმა კომპანიამ, „ეფეს საქართველომ“ გადაწყვიტა ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შესვლა და მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის ენერგეტიკული სასმელის შეთავაზება.

1713533201

ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციამ განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

გაერთიანებული არაბთა საამიეროების დედაქალაქ აბუ-დაბიში განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) მიერ ორგანიზებული რიგით მეთოთხმეტე ასამბლეა გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობა. ასამბლეაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები, ენერგეტიკული სექტორის გარდაქმნა, კვალიფიციური მუშახელის მომზადება-გადამზადება, მწვანე წყალბადის წარმოების ხელშეწყობა, ტრანსპორტის სექტორში განახლებადი ენერგიების გამოყენება, მდგრადი ბიოენერგიისა და ბიოსაწვავის განვითარებას და ა.შ. საქართველოს დელეგაციის ხელმძვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარგალიტა არაბიძემ მოხსენება გააკეთა საქართველოში სუფთა ენერგიის განვითარების კუთხით განხორციელებული ქმედებების შესახებ.

1713532979

სპორტი

ფორმულა 1-ის ჩინეთის გრან-პრის სპრინტის რბოლა მაქს ვერსტაპენმა მოიგო (ვიდეო)

ფორმულა 1-ს ჩინეთის გრან-პრი ნიდერლანდელი მრბოლელის, მაქს ვერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა.

1713597121

სხვა სიახლეები

შვედეთის  სამეფოში თბილისის  საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრების ვიზიტი გაიმართა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფებოდნენ.

1713611728

ირაკლი ბებუა ისევ საპყრობილეშია, წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის, რაც მოგვცემდა იმედს, რომ უახლეს მომავალში გაათავისუფლებენ - ინტერვიუ სახალხო დამცველთან

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს საგაზაფხულო სესიის ბოლოს მოისმენს. დოკუმენტი უკვე შესულია საკანონმდებლო ორგანოში, რომლის მოზრდილი ნაწილი ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ მდგომარეობას. "გაუმართავი სამედიცინო სერვისები და ინფრასტრუქტურა, მედპერსონალის კვალიფიკაცია, ასევე პაციენტთა გართულებული გადაადგილება ე.წ. გამშვებ პუნქტებზე, კვლავ გამოწვევად რჩება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა სამედიცინო დახმარების მიღებას ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა ცდილობს. ამ მხრივ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სახელმწიფო პროგრამები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობის დაცვისათვის. 2023 წლის განმავლობაში, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1552 პაციენტი დაფინანსდა, მათგან, 1257 პირი ოკუპირებული აფხაზეთიდან და 295 - ოკუპირებული ცხინვალიდან. რაც შეეხება, c ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას (დიაგნოსტიკა, მკურნალობა), 2023 წლის მონაცემებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ნეიტრალური დოკუმენტის მქონე 13-მა პირმა ისარგებლა” - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში. “აიპრესი” რამდენიმე განმარტების მიზნით, სახალო დამცველს, ლევან იოსელიანს ესაუბრა.

1713606874

ნიკა გვარამია: ვერავინ მოაჯადოვებს საქართველოს ბავშვებს, ვერ დააყენებს სიბნელისკენ მიმავალ გზაზე - თავად მიგვიძღვიან წინ ჩვენი შვილები, წინ, ევროპისკენ!

ვერავინ მოაჯადოვებს საქართველოს ბავშვებს, ვერ დააყენებს სიბნელისკენ მიმავალ გზაზე. თავად მიგვიძღვიან წინ ჩვენი შვილები, წინ, ევროპისკენ! წინ, ნათელი მომავლისკენ! - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

1713601559

ვახტანგ გომელაური: პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, გაზრდილია მომართვიანობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა  მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა  საკანონმდებლო ორგანოში,  ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1713599721