დღის სიახლეები
" ევროკავშირის დროშა ამაყად იფრიალებს და საქართველოს დროშაც ამაყად იფრიალებს და ამ სიბინძურეს არავინ გაგიტარებთ. "ანა, გეთანხმებით! არა რუსულ კანონს და კი ევროპას! ნახეთ, ახლა რა ხდება, როგორც ახლა მოისხა დროშა, ასევე სპეკულაციურად ისხამთ ევროპის მანტიას, სინამდვილეში სულ რუსულ საქმეს აკეთებთ! " - ასე მიმართა მამუკა მდინარაძემ ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც კომიტეტის სხდომაზე ევროპის დროშა გაშალა.
პოლიტიკა1713171483
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ღია თანამშრომლობას იწყებს რუსული კანონის ავტორ „ოცნებასთან“. იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, მთელი ქვეყანა ერთად იბრძვის „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, „ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დაინიციირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არიან ჩვენი გუნდის წევრები - გიგა ფარულავა და ნოდარ შეროზია. - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი, "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი რუსთავის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს.
1713528627
მსოფლიო
ბიზნესი
„ბოლო პროგნოზით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა, საქართველოს, საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. ფონდის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,7 პროცენტს, ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპი 5,2 პროცენტს შეადგენს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვითარების ბოლო შეფასების კომენტირებისას.
1713520313
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 699.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტით ნაკლებია.
1713519924
სპორტი
დასრულდა ევროპა ლიგის და კონფერენც ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრები
1713475476
უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ოთხივე განმეორებით მეოთხედფინალური შეხვედრა დასრულდა
1713390520
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
1713526642
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
1713525668
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყანას 2012 წლიდან მართავს და ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
1713525391
თქვენ ერთი რამე გჭირთ, ვერ გამოხვედით ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან. თქვენ არ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი. თქვენ იცავთ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ ხართ ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი დღეს საქართველოში და უნდა აგოთ ამაზე პასუხი, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს.
1713525166