GE EN FR

დღის სიახლეები

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: ძვირფასო ფეხბურთელებო, ივანიშვილს თქვენი წარმატება არ უხარია - ამ ფულს გიხდით იმიტომ, რომ თქვენი ერთგულება იყიდოს

ძვირფასო ფეხბურთელებო, ივანიშვილს თქვენი წარმატება არ უხარია. ერთი თვე დასჭირდა, რომ ამ ამბავს გამოხმაურებოდა, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს:

1713885756

მსოფლიო

ბიზნესი

ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა - "სიფუდ გრუპ თელავს" შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium.

1713880319

პრემიერი: ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ბიზნესი მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას"

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.

1713876231

სპორტი

თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორ ნინო სალუქვაძესთან ერთად დიღომში, ოლიმპიური აუზის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე, ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

1713865019

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში მასპინძელთა ნაკრებს სძლია

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის ზამთრის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო ჰოკეიში მეორე დივიზიონის B ჯგუფის ჩემპიონატმა.

1713812910

სხვა სიახლეები

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს.

1713887099

ქვეშეთის კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბი გაიჭრა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა.

1713880749

ირაკლი ქარსელაძე: ახალი გზით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარე სამყაროსთან

,,ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს-დაუღალავი  შრომისა და  დიდი ძალისხმევის შედეგს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გზა  არცერთი დღით აღარ ჩაიკეტება  და ყოველთვის იქნება უზრუნველყოფილი ფიზიკური კავშირი  ჩვენს მუნიციპალიტეტებს შორის. ახალი გზით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარე სამყაროსთან და  მაცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე“-ამის შესახებ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

1713880568

ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია "Smokey Bear" საქართველოშიც განხორციელდება

ტყის ხანძრების პრევენციის კამპანიას „Smokey Bear”, რომლის მიზანიც სკოლამდელი და სკოლის ასაკის ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა, აშშ-ის სატყეო სამსახური ახორციელებს. „Smokey Bear” აშშ-ში 40-იანი წლებიდან მიმდინარეობს და მისი სლოგანია „მხოლოდ შენ შეგიძლია თავიდან აიცილო ტყის ხანძარი“.

1713879997