IBSU-მ პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საკითხი პირველკურსელების ჩარიცხვასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელა და დადებითი გადაწყვიტილება გამოიტანა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება ერთი წლით შეუზღუდა, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა როგორც უნივერსიტეტის მფლობელების მხრიდან აგრეთვე აბიტურიენტებისა და სტუდენტების მხრიდანაც.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში აცხადებდნენ, ეს შეზღუდვა უკავშირდებოდა უნივერსიტეტის მხრიდან დავალიანებას, რომელიც 735 ათას ლარს შედაგენდა და რომელიც მან შეზღუდვიდან 6 დღეში, 26 აგვისტოს გადაიხადა, თუმცა ამ დრომდე უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება კვლავ შეწყვეტილი ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...